კინომანია ბათუმში

 დიდი დრო გავიდა უკვე, როგორც ჩემი ბოლო ბლოგპოსტიდან, ისე კინომანიაზე აქტიური მოღვაწეობიდან. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათ ვის ყურადღებასაც მანამდე ვისმახურებდი, ამჯერადაც არ გავუცრუებ იმედებს და საინტერესო ხედვებს შევთავაზებ კინოს შესახებ. მაშ ასე, Welcome Back ტოპოს ბლოგზე.

 ბოლო 14 წელია, უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში კინომოყვარულებისა და პროფესიონალების ყურადღება, მიმართულია ბათუმისკენ. წელს ბათუმის საავტორო ფილმების სააერთაშორისო კინოფესტივალი მეთოთხმეტედ მასპინძლობს, როგორც ადგილობრივ მაყურებელს ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს. განსხვავებით სხვა ქართული ფესტივალებისაგან, BIAFF-ი ადგილმდებარეობის გარდა იმითაცაა, გამორჩეული, რომ ის ყოველ წელს კარს უღებს არა მხოლოდ ე.წ პრივილეგირებულ, მოწვეულ სტუმრებს, არამედ თითქმის ყველა მსურველს, ვისაც საავტორო კინო აინტერესებს, თანაც სრულიად უფასოდ.  მიუხედავად ფესტივალის გახსნილობის მაღალი ხარისხისა, ის მაინც პატარაა თავისი მასშტაბით და რთულად თუ ახერხებს მაღალი ხარისხის დაცვას ერთი პატარა დარბაზის ფონზე. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე კინოჩვენების მოწყობის ძალზედ კარგი პრაქტიკა, რომელსაც ფესტივალი ახორციელებს, ზოგჯერ თანამედროვე ცოცხალი მუსიკის ფონზეც კი, კარგი იქნება თუ უფრო  ინტენსიურ სახეს მიიღებს. ასევე საინტერესო იქნება, თუ დამკვიდრდება ქალაქში გარე ჩვენებების პრაქტიკა, მითუმეტეს როდესაც ძველი ბათუმის ტერიტორია ამის საშუალებას იძლევა.

 Biaff 2019-ისათვის შესაბამისი განწყობის შექმნა თბილისიდანვე დავიწყე, აქ ფესტივალის რეკლამები ქალაქის მთავარ ქუჩაში გვხვდება. რთულია შეუმჩნეველი დაგრჩეს ფესტივალის სარეკლამო პოსტერები, რომლებიც ტრადიციულად ყველ წელს მუქ წითელ ფერშია გადაწყვეტილი და უმეტესად შედარებით იაფასიან ,,.ქეჩი” ფორმებს იმეორებს, რაც ფესტივალის გრაფიკული დიზაინერის დამწყებ დონეზე ან მის სულაც არ არსებობაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს. მიუხედავად, იმისა რომ მსგავსი ფაქტორები არ არის გადამწყვეტი კინოფესტივალისათვის, ალბათ, როგორც მისი ერთგული სტუმარი ამ მიმართულებით დახვეწასაც ვისურვებდი.  ჩემი აზრით საინტერესო იქნება უფრო თუ იგი ყოველდწლიურად განახლებულ და ორიგინალურ დიზაინს შემოგვთავაზებს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც თანამედროვე კინოფესტივალის შესაბამის სტანდარტებს, ასევე უფრო მეტად შეძლებს გამოხატოს ფესტივალის ხასიათი.


ბათუმის კინოფესტივალს მე უკვე მექვსედ ვესწრები, პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკვე ჩემი სექტემბრის შუა რიცხვების ტრადიციად იქცა. მიუხედავად, მთელი კვირის განმავლობაში, ფილმების წყურვილის გამო, მუდმივად კინოდარბაზში ჯდომისა, მაინც არასდროს მავიწყდება ქალაქი, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება. ბათუმი კინოსთან ერთად ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზღვა და მზე ერთდროულად იწონებს თავს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი დღეები სექტემბერში იშვიათია.

მართალია ,,ყველას თავის კინო” აქვს, მაგრამ სექტემბერში კინო ბათუმში ,,იღება”. ფესტივალის სხვადასხვა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებში ნაჩვენები იქნება 60-ზე მეტი ფილმი, ჩატარდება მასტერკლასები და ასევე პრესკონფერენციები. მათ ვისაც გვსვურს ვნახოთ ფილმები, რომელთაც ვერ ვიპოვით ონლაინ და ასევე შეხვდეთ კინოს სფეროს როგორც ქართველ ისე  უცხოელ პროფესიონალებს ამის საშუალება ბათუმში გვეძლევა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s