დიდი კედელი \ The Great Wall (2016)

mv5bmja0mtq3mde3ml5bml5banbnxkftztgwmte0mdg1ote-_v1_sx1777_cr001777835_al_***ტექსტი ჩეიცავს წასპოლერებებს***

ჩჟან იმოუ ჩინური კინოს ყველაზე დიდი გურუა, მისი დამსახურება არა მარტო ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებშია დასაფასებელი, არამედ ზოგადად ხელოვნების მოცეუმილი დარგის მთლიანობაში. ეს არის რეჟისორი, რომელმაც ჩინური კინო მწარმოებელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანა. იმოუს შემოქმედება როგორც თემატურად ისე სანახაობრივად იმდენად მრავალფროვანია, რომ რთულია მას კონკრეტული ჟანრის იარლიყი მიაკრა, ან პროგნიზირებად შემოქმედად განიხილო, მისი რეჟისორული მოღვაწეობა ითვლის ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: ,,” (1991), ,,ცხოვრება” (To Live 1994) , ,,გმირი” (Hero 2002) , ,,მფრინავი ხმლების სახლი” (House of Flying Daggers 2004) , ,,ომის ყვავილები” (The Flowers of War 2011) და სხვ.  ამ  ყველაფრიდან  გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ მისი ახალი ფილმიც მიუხედავად კომერციულ ,,ექშენთან” კატეგორიზებული მიკუთვნებულობისა მაინც გარკვეული ხიბლსა და ღირებულბის მქონეა.

 ჩემის მხრიდან ეს უკვე მეორე ფილმია ჩჟან იმოუს ნამუშევრებიდან რაზედაც ერთი-ორი სიტყვის დაწერა გადავწვიტე. ,,დიდი კედელი” ჩინურის კინოს ისტორიაში ყველაზე ძვირიანი ფილმია, გასაკვირიი არაა, რომ სწორედ იმოუ აღმოჩნდა ის რეჟისორი ვისაც ასეთი ბიუჯეტით მოუწია ფრთების გაშლა. პრინციპში როდესაც შენს წინა ფილმში კრისტიან ბეილი მონაწილეობს, ამის შემდეგ მხოლოდ ერთი ვინმე რჩება მომდევნოს კანდიდატად. ღმერთმანი არაფერი ისე არ გამოხატავს ნებისმიერი ფილმის ბიუჯეტს, როგორც მეთ დეიმონი, ,,დიდ კედელში” კი სწორედ ის გახლავთ ძალიან ,,დიდი რაოდენობით” წარმოდგენილი. ბიუჯეტი იქეთ იყოს და ნამდვილად არ დაუზოგავთ ძალები შემქმნელებს ,,ხოშიანი” ეფექტების შესაქმნელად, ფილმი 3დ ფომატშია გაკეთებული და მინდა გითხრათ არც ყველაზე უარესად. ჩინეთის დიდ კედელსა და მის გარშემო განფენილი ლანდშაფტზე არწივებივით გვაფრენენ ოპერატორები თუ გრაფიკოსები, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია თუ სიმაღლის გვეშინია ოდნავი თავბრუც კი დაგვეხვას. ამ ყველაფერის პარალელურად კი ჩინეთის ჯარის კოსტუმები საერთოდ გვწვეტს კინოს და სადღაც მოდების ჩვენებაზე გვაგდებს, თუმცა რეჟისორისაგან ეს გასაკვირი ნამდვილად არაა. ფილმში ჩინეთის კუტურულ-მეცნიერულ განვითარებას ვითომცა აქ არაფერიო ისე შეუმჩნევლად გვიფრიალებენ ცხვირწინ  და იმპერიის დიდებულებაზე  წარმოდგენას ბრძოლისა და ნგრევის პროცესის კადრებით გვიქმნიან, რა წარმოდგენასაც გვიქმნიან ის ჭეშმარიტად ისეთია, რომ მსგავსი ევროპას არც კი მოელანდებოდა, ნუ ეს მართლაც ესე იყო.

 იმოუს მეორე მცდელობა ერთმანეთისათვის შეეხვედრებინა ორი კულტურა პირველის მსგავსი წარმატებით ნამდვილად არ დაგვირგვინდა, აქ შინაარსზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ,,ომის ყვავილები” გაცილებით ხარისხიანი ფილმი ვიდრე ,,დიდი კედელი”. ფილმის სიუჟეტი და ქასთის შესრულება ნამდვილად იმაზე დაბლა დგას ვიდრე ფილმის მთლიანი ეფექტურობა. სიუჟეტზე ალბათ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ავტორმა ურჩხულის, როგორც მტრის ხატი მაქსიმაურლად დაახლოვა ადამიანთან, მაგალითად ,,თანამებრძოლების” გვამების ბრძოლის ველიდან წაღების საშუალებით , ასევე განვითარების უნარის არსებობით, რომ წლების შემდეგ უფრო უკეთ იბრძოდნენ ვიდრე ადრა და ა.შ. შესაძლოა საერთოდაც ურჩხული უბრალოდ მტრის მეტაფორა იყო, რას გავიგებთ, არცაა საინტერესო, განსხვავებით ქალების თემისაგან, რაც ნამდვილად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. იმოუს შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ქალების ისტორიული-სოციალური ყოფის რეპრეზენტირებას, თანაც ძალან მაღალი ხარისხით, ამ შემთხვევაშიც არ კარგავს იგი ფორმას, რომელ ფილმში გინახავთ ქვეყნის არმიაში ქალების რაზმი იბრძოდეს? (მე არ მახსენდება) აქ კი ერთ-ერთი წამყვანი ძალა სწორედ ქალები არიან, ისინი უმშვენიერეს ლურჯ სამოსში დაფრინავენ და ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კადრებს მთელი ფილმის განმავლობაში.

 დიდი კედელი საუკუნის საუკეთესო ფილმი არ არის, არც დეკადის და ალბათ არც წლის, თუმცა მას ნამდვილად აქვს თავისი დანიშნულება კომერციული იქნება ეს თუ ,,გასართობი” , რომელსაც ვფიქრობ კარგად ასრულებს. მე პირადად კი იმედს ვიტოვებ ჩემი ფავორიტი იმოუ მომავალში ისეთივე კარგ ფილმების ნახვის საშუალებას მომცემს, როგორიც მისი ძველი ნამუშევრებია. აღარ გვინდა მეთ დეიმონი, მოიხმაროს ,,გალივუდმა”, მსახიობი არასდროს არის ფილმის სიკარგის გარანტი მითუმეტეს, მაშინ როცა ის დიდი ფულის ფაბრიკა ჰოლივუდის ნაწარმია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s