2016 წლის საუკეთესო კინოპოსტერები

 გასული წელი ნამდვილად არ იყო კინოსათვის ყველაზე უარესი, მეტიც მავანნი მიიჩნევენ, რომ ხელოვნების ეს დარგი 2016 წლს ,,გამოფხიზლდა”. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კინომოყვარულები უკმაყოფილონი ნამვილად არ დარჩნენ, ყველას შეეძლო მოეძებნა თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნების შესაბამისი კინო. იყო ფილმები რომელთაც მოლოდინის მიუხედავად იმედები გაგვიცრუეს, თუმცა რაღა თმა უნდა, ისეთებიც ბევრი მოიძებნებოდა, რომელთაც მოლოდინებს გადააჭარბეს. კინოპოსტერები როგორც კომერციული ისე არტჰაუს კინოსათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, პოსტერი განაპირობებს ჩვენს პირველ შთაბეჭდილებას, მიუხედავად იმისა კინოთეატრის ბილბორდზე ვნახავთ მას თუ საიტზე. ხდება ისეც რომ კარგი ფილმების ავტორები ყურადღებას არ აქცევენ პოსტერებს ან აქცევენ მაგრამ მაინც დუდი გამოსდით,  პირიქითაც ხდება შეგვიძლია შევხვდეთ ცუდი ფილმების ძალიან კარგ პოსტერებს.  მიუხედავად, იმისა რომ არც კინოკრიტიკოსები საუბრობენ მასზედ და არც ფესტივალებზე არიგებენ ჯილდოებს კარგი პოსტერებისათვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მნიშვნელობა არ აქვთ, პირიქით მათი შემქნა ცალკე ხლოვნებაა და ზოგიერთ შემთხვევაში შეგვიძლია თავად ფილმისაგან დამოუკიდებლადაც კი განვიხილოთ. ქვემოთ ჩამოთვლილი კინოპოსტერები მეტ-ნაკლებად კავშირშია ფილმების  სიკარგესთანაც, თუმცა ეს უკანასკნელი მთავარი კრიტერიუმი არ გახლდათ სიის შედგენისას.

1. The Handmaiden \ მოსამსახურე

the-handmaiden-empire

 პარკი იმ იშვიათ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც  იმედგაცრუებულს არასდროს დაგტოვებს, მისი ყველა ნამუშევარი სულყოფილებასთან ძალიან ახლოსაა, ყველა დეტალი კარგად გათვლილი, დახვეწილი და სუფთაა. ფილმი, რომ საერთოდ არ ნახოთ, რომელიც წარმოუდგენლად კარგია (ორჯერ ვნახე კინოტეატრში) პოსტერითვე შეიძლება მოიხიბლოთ.  Empire Disign-ის მიერ შექმნილი ეს შედევრი, მთელს კინოისტორიაში თუ არა წინა წელს მაინც წაუკეთესო გახლდათ, აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფს ეკუთვნის ძალიან ბევრი ცნობილი კარგი ფილმების კარგი პოსტერები, შესაბამისად გამოცდილება არ აკლიათ და გასაკვირიც არაფერია.

2. The Jungle Book \ ჯუნგლების წიგნი

bestposters2016-junglebook

 ჯუნგლების წიგნი სწორედ ისეთი ფილმია, რომელიც ციფრული ტექნიკის ეპოქას შეეფერება, ძალიან კარგი ეფექტები, ვიზუალური მრავალფეროვნება, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესრულებული. კინოკამერით დაღებული ნაწილი და დადებული ეფექტები იმდენად კარგადაა შეკრული, რომ რთულია გამიჯნო შეუიარაღებელი თვალით, რაც საკმაოდ დიდი პლიუსია. მოცემული პოსტერი დიზაინერ  Chris Malbon-ს ეკუთვნის, მისივე ,,ფენთულს” კიდევ მრავალი კარგი პოსტერი მიეკუთვნება.

3. Captain Fantastic \ კაპიტანი ფანტასტიკ

captain_fantastic_ver4_xlgcaptain_fantastic_ver2_xlg

 კაპიტანი ფანტასტიკა 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფილმია, კონტრავერსული საკითხის რელისტური გაშლითა და ერთი შეხედვით ახალი სოციალური მანიფესტით. პირველი პოსტერსის ავტორია Le Cercle Noir.

4. Lo and Behold, Reveries of the Connected World

mv5bnzg1ntq0mjywnl5bml5banbnxkftztgwmjk1njywote-_v1_uy1200_cr9106301200_al_

 უკვე ცოცხალ გენიოსებში ჩაწერილი ვერნერ ჰერცოგის დოკუმენტური ფილმი ინტერნეტის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ასევე მის გავლენაზე ადამიანთა ურთიერთობებზე. პოსტერი ეკუთვნის P+A-ს.

5. The Lobster

the-lobster-movie-poster

 ყოფილი რეკლამების რეჟისორის გიორგოს ლატიმოსისათვის საბედნისწეროდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ბოლოსწინა ნამუშევარი Dogtooth, რომლის შემოსავალი ბიუჯეტთან შედარებით 6ჯერ მეტი იყო, სწორედ ამ უკანასკნელის წარმატების წყალობით მან შეძლო ისეთი მაღალბიუჯეტიანი და ძალიან ხარისხიანი კინოს გადაღება, როგორიც ლობსტერია. ფილმის ნახვის საშუალება ჩვენ 2016-ში მოგვეცა ამიტომ ამ წელსვე მივაკუთვნოთ.

6. High-Rise \ ცათამბრჯენი

czzrjngumaifdea

 პოსტერი ეკუთვნის  Empire Design-ს.

7. Batman v Superman

cover-3

პოსტერის ავტორი – Works ADV.

8. The Witch

witch_xlg

 წინა წლის ამ ერთ-ერთმა საუკეთესო საშინელებათა ფილმმა მრავალ დიზაინერი შთააგონა და ბევრი კარგი პოსტერი შექმნა მისი წყალობით.  პოსტერის ავტორია Gravillis Inc.

9. Finding Dory

finding_dory_ver3_xlg

ავტორი – Cold Open.

10. Christine

1466612000-1466082632-mv5bntezmgrjzdqtzdm0oc00zge4lthhmmitmz

11. 13th  \\ The Birth of a Nation

12. Swiss Army Man \ კაცი შვეიცარიული დანა

swiss_army_man_xlg

ავტორი P+A.

13. Paterson

paterson_poster_goldposter_com_2

ჯიმ ჯარმუშის ბოლო ფილმი პატერსონი 2016 წლის საუკეთსო ფილმია.

14. Kubo and the Two Strings

bestposters2016-kuboandthetwostrings

ნამდვილად ტიტანური შრომის შედეგად მიღებული ამ საოცარი ანიმაციის ვიზუალის გადმოცემა ნებისმიერი პოსტერისათვის ძალიან რთულია, მაგრამ Matt Ferguson-მა ეს ვარინტი შემოგვთავაზა.

15. Doctor Strange

doctor_strange_ver23_xlg

წინა წლის ამ გრანდიოზული ციფრული მასტერკლასის  პოსტერის ავტორიც Matt Ferguson-ია.

16. Rogue One

bestposters2016-rogueone

17. 10 Cloverfield Lane

bestposters2016-10cloverfieldlane-teaserposter-full

პოსტერის დიზაინი ეკუთვნის BLT Communications-ს.

18. The Neon Demon

neon_demon_ver6_xlg

პოსტერის ავტორი AllCity.

19. Neon Bull

boi_neon_xlg

20. Tickled

დიზაინი ეკუთვნის Gravillis Inc-ს.

21. Moonlight

 

moonlight-ver2-xlgდიზაინი ეკუთვნის  InSync Plus-ს.

22. Nocturnal Animals

nocturnal_animals_ver4_xlg

ავტორი – B O N D.

23. American Horror Story S6

mv5bmji5nzqzntcyml5bml5banbnxkftztgwnjq0mtyymdi-_v1_sy1000_cr006661000_al_

24. It’s Always Sunny in Philadelphia S11

75805-18.jpg

მზიანი ფილადელფია ყოველ სეზონზე გვთავაზობს ძველი ფილმების პოსტერებში ჩაკვეხებულ ამ არაჩვეულებრივ ხალხს.

25. Stranger Things S1

MV5BMjEzMDAxOTUyMV5BMl5BanBnXkFtZTgwNzAxMzYzOTE@._V1_.jpg

პოსტერი შესრულებულია Kyle Lambert-ის მიერ.

26. One More Time

when_i_live_my_life_over_again_xlg

პოსტერის ავტორი Akiko Stehrenberger.

 კარგ პოსტერებთან ერთად წინა წელს ბევრმა ავტორმა ოსტატურად სათავისოდ გამოიყენა ძველი კინოშედევრების პოსტერების  სტილი. მათ შორის იყვნენ –

2 comments

  1. კაპიტანი ფანტასტიკა 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფილმია, კონტრავერსული საკითხის რელისტური გაშლითა და ერთი შეხედვით ახალი სოციალური მანიფესტით. <<<< აი ეს გათარგმნეთ theგანათლებულებო

    • კონტრავერსულ საკითხში იგულისხმება ის რომ ფილმის სცენარი აგებულია ოჯახზე , რომელიც სრულიად წყდება სამყაროს და ე.წ homeschooling-ის სისტემას იყენებს, ეს კი ნამდვილად მედალივით ორმხრიანი საკითხია მითუმეტეს ამერიკისათვის. რაც შეეხება საციალურ მანიფესტს მოიაზრება ფილმის ფინალი, სადაც შვილი მამას საყვედურობს იმის გამო რომ მან ყველაფერი ასწავლა გარდა მთავარისა და ,,მრავალფეროვანი” განათლებით ის ,,ვეირდად” აქცია. თუ კიდევ რამის განმარტება დაგაინტერესებთ theგანათლებულისაგან აქ ვარ. :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s