დაბალბიუჯეტიანი კინო

 თანამედროვე კომერციული კინოს ბიუჯეტი ყოველდღიურად არითმეტიკული პროგრესიით იზრდება, ცნობილ და წარმატებულ რეჟისორებსა თუ მათ სცენარისტებს თავიანთი წარმოსახვისათვის ფართო გზა აქვთ მიცემული და შეუძლებელსაც კი შესაძლებელად აქცევენ.  რა ხდება, მაშინ როდესაც სცენარისტსა და რეჟისორს საკმაოდ კარგი ფანტაზია აქვთ, მაგრამ მთი სახელი ჯერ კიდევ არაფრის მთქმელია ფულიანი ბიძიებისათვის, შესაბამისად არც იმის გარანტია ვინმე, რომ ფილმზე დახარჯული თანხები ვინმეს ოდესმე დაუბრუნდება. ჩვენში ძალზედ პოპულარულია კინონაწარმის ხარისხის კანალიზაციისაკენ აღებული ორიენტაციის ფინანსური მიზეზებით ,,გაპრავება” (რღა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება), როგორც ჩანს ამიტომაც წელს ბათუმის საავტორი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა ბერძენი სცენარისტის მასტერკლასი ,,სცენარის ადაპტირება დაბალბიუჯეტიანი კინოსათვის”. ნიკოს პანაიოტოპოლოსმა  (ღმერთმანი) აღნიშნა, რომ არც მათ ქვეყანაშია ფინანსური კუთხით კინოს გადაღების საქმე მარტივად, მაგალითად მოგვიყვანა თავისი აფრებგაშლილი ფანტაზიების კრახი ბიუჯეტის სიდიდის გამო, გვესაუბრა ჩვენს კულტურულ მსგავსებაზე და იმაზეც თუ, როგორ უნდა დავიწყოთ ,,იაფიან ფილმებზე” ფიქრი.

 არსებობენ ე.წ კინოსკოლები, რომელთაც თავიანთი გამოსავალი იპოვეს ბიუჯეტთან მიმართებაში, მაგალითად აზიაში ეს გამოსავალი მინიმალიზმში აღმოჩნდა, იქაური დიდოსტატები მინიმალური შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყენებენ არსებულ რესურსებს. მინიმალიზმი აზიურ კინოში მცირე პერსონაჟებითა და გაბმული, ,,შტატივზე” შეყინული კამერით მიიღწევა, აქ არავინ ასხავს ფრთებს თავიანთ წარმოუდგენელ ფანტაზიებს, არამედ უბრალოდ გვიყვებიან ყოველდღიურ პერსონალურ დრამებზე. პრინციპში ნიკოსმაც სწორედ ამაზე ისაუბრა თუ როგორ უნდა ,,ვიფიქროთ იაფად”, გვითხრა, რომ ვიტენბერგის სცენარისტი კარგად იყენებდა მეთოდს სტუდენტებისათვის დაევალებინა სცენარების წერა ნამდვილ ისტორიებზე, განურჩევლად ჟანრისა თუ სტილისა.

  ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერძნული ფილმი ,,ეშვის” გავლენა არამარტო ბერძნულ კინოზე საკმაოდ დიდია, თუმცა როგოც ჩანს სამშობლოში ამ უკანასკნელმა გრკვეული კინო კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. ნიკოსმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ სწორედ ეს დაბალბიუჯეტიანი მაღალმხატვრული ფილმები ხდება, ხოლმე რეჟისორებისათვის გამოსავალი გახდნენ ცნობილნი და შემდგომში გზა გაეხსნათ ისეთი ფილმების გადასაღებად, როგორიც ამ შემთხვევაში ,,ლობსტერი” გამოდგა. მართლაც B კატეგორიის ფილმები ხშირად ხდებიან ხიდი, მომავალი ძვირი პროექტებისათვის, თუმცა რა თქმა უნდა აქ მთავარია სცენარი იძლეოდეს ფინანსების სიმცირის ფარგლებში განხორციელების საშუალებას, თორემ ძვირიან სცენებზე ფული დაზოგვა იგივეა რაც კადრებიც და მონეტების ერთად ჩარეცხვა.

  ,,იფიქრე იაფად”, ბერძენი სცენარისტის მიერ რამდენჯერმე მკაფიოდ გამეორებული ეს სიტყვები კარგად ჩამებეჭდა გონებაში და იმედია ადვილად არც ამომეშლება. ეს ფრაზა რაღაც კუთხით გამოსავალს გვთავაზობს არა მარტო ქართული არამედ ზოგადი რეალობისაგან. ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია ამბიციებისათვის ლაგამის ამოდება და საკუთარ თავზე მუშაობა იმ კუთხით, რომ გარკვეულად თავად მოვერგოთ გარემოს და არა თავი ვიმტვრიოთ იმაზე თუ როგორ მოვისხათ მთელი გარე სამყარო საკუთარ მხრებზე. ხშირად არტჰაუს კინოს შემთხვევაში ბუნებრივადაც ხდება, რომ ის თავისი არსით დიდ ფინანსებს არ საჭიროებს, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა აქტუალური, ფილმის გადაღება 3 ადამიანისათვის :დ. კი ნამდვილად ძალიან სასაცილოდ ჟღერს, თუმცა რეალობა ასეთია, ჩვენში ხშირად ფილმებს თუ საერთოდ იღებენ, იღებენ თავიანთი თავისა და იმ 3-4 ადამიანისთვის ვინც სადღაც, რომელიმე ფესტივალზე შემთხვევით თუ წააწყდება. მოკლედ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი კომერციული კინოსადმი ფობიური დამოკიდებულება კიდევ ერთი ძალიან საშიში სახადია, რომელიც ამასთან ერთად სულ სხვა თემაა და სხვა დროს იყოს.

ნიკოს პანაიოტოპოლოსის მასტერკლასი – https://www.facebook.com/BIAFFBATUMI/videos/vb.142591185759825/1289356774416588/?type=2&theater

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s