საუკეთესო ფილმები BIAFF2016-იდან

 ბათუმის კინოფესტივალმა წელს მეორედ მიმიღო და გამიმასპინძლდა, წინა პოსტებსში უკვე ვისაუბრე იმ საინტერესო აღმოჩენებზე რაც წლევანდელი ჩემი ვიზიტის შედეგად მომხვდა თვალს, ახლა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მინდა თავი მოვუყარო იმ მონაპოვარს კარგი ფილმების სახით, რაც რეალურად ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. როდესაც გავიაზრე, რომ კინო ჩემი ყველაზე დიდი ,,ნარკოტიკი” და ამასთან ყოველდღიურობა იყო, იმასაც მივხვდი, რომ ნამდვილად ღირებული ფილმები ჩემთვის ტიტრების ამოსვლის შემდეგ იწყება. ზოგჯერ 2 საათი საკმარისი არაა აღიქვა ის რის შექმნასაც ამდენი დრო დასჭირდა, რთულია ბოლომდე ამოიცნო თუ რა უნდოდა ეთქვა ავტორს ან საერთოდაც საკუთარი ინტერპრეტაცია მოახდინო კონკრეტული მოცემულობის არსის, ამიტომ მთავარი დამუშავება კინოს დასრულების შემდეგ იწყება ხოლმე. ხოდა გამომდინარე იქედან, რომ უკვე 1 თვე აგავიდა შეიძლება, რომ სანდრო წყაროდ ჩავითვალო სიის შედგენის მხრივ.

 RAUF 2016

201610373_1_img_fix_700x700

 რაუფი ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ვიზუალური ესთეტიკის გამო აღმოჩნდა, გასაგებია, რომ დღეს ,,ტენდენციად” იქცა ყველაფრის ზღაპრის ელფერით ჩვენება, მაგრამ აქ ეს საინტერესო კუთხით იყო განხორციელებული.

 PATERSON 2016

 PATERSON_D26_0049.ARW

 რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ შენი საყვარელი რეჟისორი რომელიაო თუ მხოლოდ მას არა, ჩამონათვალში მაინც გაიგებდით ჯიმ ჯარმუშის სახელს. ეს არის შემოქმედი, რომლის ყველა ნამუშევარი ჩემგან განსაკუთრებულ სიმპატიებს იმსახურებს, გამონაკლისია მისი 2013 წლის მონაპოვარი, რომელმაც დიდი მოლოდინებისა და ფიქრების შემდეგ მივხვდი რომ როგორც ფილმმა იმედები გამიცრუა, ვერ გეტყვით ამაზე მეტს რას ველოდი, მაგრამ გრამ ასე გამოვიდა. წლევანდელი პატერსონი მე პირადად ძალიან ძალიან მომეწონა, ამის მიზეზი ის ჯარმუშისათვის დამახასიათებელი პოეტური კინო ენა იყო, რომელიც ასე მომნატრებია. ადრე ვამბობდი, რომ ეს კაცი ფილმებს იღებს ნამდვილ ამერიკაზე, თუ გინდათ სადმე ნახოთ ამერიკული ესთეტიკა მის კარს უნდა მიადგეთ-მეთქი, სულ მხიბლავდა ის რომ ჯარმუში ყოველთვის ახერხებდა პერსონაჟებში ჩაედო მთელი მაგია და არა იმ გარემოში სადაც ისინი არსებობდნენ. ისე, როგორც ჩანს ჩვენს შემოქმედის გემოვნებაზე ცოტა აღმოსავლური მარგალიტებიც მიმოიფანტა ამ ბოლო წლებში, წინა ფილმში მუსიკის აქ კი მსახიობი ქალის სახით. პატერსონი ისეთვის ეჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ჯიმის სხვა ფილმების პერსონაჟები, მის ცხოვრებაში არც რაიმე კატასტროფა ხდება და არც დიდი ბედნიერება. ცხოვრების სტაბილური ტემპი, რუტინული ხასიათი და სრულიად გათავისუფლება პროტესტისაგან ჯარმუშის მოყვარულთ კინოთეატრიდან კარგად დანაყრებულს გამოუშვებს.

 I, DANIEL BLAKE 2016

daniel-blake-ken-loach

 ბრიტანული სოციალური კინოს მედროშე კენ ლოჩის წლევანდელი ფილმი ნამდვილად ამართლებს იმ მოლოდინებს რაც მის მიმართ არსებობდა და მეტიც შესაძლოა უფრო კარგიც აღმოჩნდეს ვიდრე ელოდით. სოციალური პრობლემების წინ მკაცრად წამოწევა და ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაძირული საზოგადოების ამაზრზენობის აფიშირება აი რას იხილავთ. ცალკე ოვაციებს იმსახურებს ფილმი მისი კინოენისათვის, ნატურალური ემოციებისგან შემდგარი ურთიერთობები გაიძულებს მსახიობებთან ერთად თავზე იგრძნო გვირგვინისა და კაპიტალიზმის სიმჭიდროვე, სოციუმის უნიათობა და უგრძნობი მაგიდებიდან მომზირალი, უგრძნობი რობოტი სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურეთა უძლურება.

 პრინციპში სულ ეს იყო იმ ფილმთა ჩამონათვალი, რომელთა უყურადღებოდ დატოვება ძალიან არ მინდოდა, დანარჩენებზე წინა პოსტებშიც ვისაუბრე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s