კიმ კი-დუკის კრახი

 კიმ კი-დუკის დაბადების თარიღი და სხვა ამგვარი ინფორმცია შეგიძლიათ ძალიან მარტივად თავადაც მოიძიოთ, მე კი ამ პოსტში მინდა ჩემსა და მის ურთიერთობაზე გიამობოთ. როდესაც პირველად ერთ-ერთ არხზე მის ფილმს წავაწყდი მივხვდი, რომ საქმე ძალიან საინტერესო შემოქმედთან მქონდა, ამიტომაც მის მთელს ფილმოგრაფიას გავეცანი, ყველაფერი ვნახე რასაც კი მისი ხელი შეხებია. ასე აღმოჩნდა კიმი ჩემს ფავორიტთა სიაში, გამოხდა ხანი, ის ჩვენში უკვე ე.წ მეინსტრიმი გახლდათ, როდესაც კინოში გრანდიოზულად დაბრუნდა ,,დატირებით”, ამას მოჰყვა 2013 წელს ჩემი საყვარელი ,,მოებიუსი”, წინა წელს კი მისი ერთ-ერთი უკანასკნელი არც ისე გადასარევი one on one, ვიფიქრე არაუშავს, ეს უკანასკნელი რამე ახალი ხედვაამეთქი და განვაგრძე მოლოდინების გაჩენა, რომ წინა ფილმების მსგავსებს გადაიღებდა. BIAFF-ზე მისი ბოლო ფილმის ,,STOP” ჩვენებაზე მივხვდი, რომ მართლა რომ სტოპ ბატონო კიმ!

  მიუხედავად ჩემი ხშირად გამოხატული ხისტი მახასიათებლებისა, სინამდვილეში მაინც ძალიან მიმტევებელი და მომთმენი ადამიანი ვარ, აქედან გამომდინარე, კიმისთვისაც შემეძლო მიმეტევებინა შარშანდელი ფილმი.  მივუტევე კიდეც, ვფიქრობდი, რომ კორეაში მილიტარული სამსახურების კუთხით ბევრი პრობლემები აქვთ, გვერდით ჩრდილოეთ კორეა ჰყავთ, პოლიტიკა, ტუდა სუდა შეაწუხდა კაცი ალბათ. თურმე სად ვარ. წელს ბატონმა კიმმა არც მეტი, არც ნაკლები ელექტრო ენერგიის დაზოგვის თემაზე გადაიღო ფილმი, კარგი ამ ყბადაღებულ თემასაც გადავიტანდი როგორმე, არადა ყველა ვისაც არ ეზარება ამაზე ქადაგებს, ყველაზე უარესი რეკლამებიც კი აქეთ მოგვიწოდებენ, უარესი რაღა თქმა უნდა ფილმისათვის, თორე ამ კუთხით რაც მეტად გავახელთ თვალს მით უკეთესი ჩვენთვის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე არ კიმური თემებიც კი შემეძლო მეპატიებინა ოღონდ არა ცუდი ფილმი, პრინციპში ცუდიც არ ჰქვია ამას, საშინელი. უხარისხო ნამუშევარი, უხარისხო იდეოლოგიაზე. სინამდვილეში ალბათ, რომელიმე ამ მიმართულებით კარგად დაოსტატებულ რეჟისორს ამ სცენარით შეიძლებოდა რაიმე წლის ფილმიც კი გამოეცხო, მაგრამ კიმმა ჩვენ წლის ,,ხლამი” გვაჩუქა.

 გამუდმებული კამათია მათ შორის ვინც ფიქრობს რომ ადამიანები იცვლებიან და ვინც მათ არ ეთანხმება, სადღაც მოვისმინე ,,ადამიანები, რომ არ იცვლებოდნენ წარმოუდგენლად მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრებაო”, ალბათ სწორედ ასეცაა, ეს ხდის ზოგჯერ ურთიერთობებს საინტერესოს. კიმ კი დუკის შემთხვევაში ვფიქრობ ცვლილება არასაინტერესო კუთხით მოხდა. სოციალური თემებით მის დაინტერესებას იმდენად ხელოვნური სურნელი ასდის, რომ სამხრეთ კორეიდან ჩვენამდე აღწევს. არ ვფიქრობ რომ ის რაიმე მიზნობრივ გათვლებს აკეთებს, როცა მსგავს თემებზე იღებს ფილმებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავად მსგავსი საკითხებით მისი დაინტერესებაა ხელოვნურად გამოწვეული და არაორგანულია. ვისაც გვახსოვს კიმის ძველი ფილმები, შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ იმ ადამიანურ ტრაგედიებზე, რომალთა შესახებაც ისინი გვიამბობენ, იმ პერსონაჟებზე, რომლთაც წარმოუდგენელი ამბები გადახდათ თავს და ეს ამბები ჩვენთვის ხელშესახებად წარმოსადგენი აქცია რეჟისორმა. ეს ადამიანი ჩემთვის იყო შემოქმედი, რომელიც გვიყვებოდა ადამიანებზე, მათ ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებზე, მუნჯ ემოციებზე და არა გლობალურ ტრაგედიებზე. ერთი შეხედვით ბოლო ფილმში შესაძლოა ბევრს მოეჩვენოს, რომ კიმ კი-დუკის სტილი დაცულია, მაგრამ ეს ის არ არის, ნამდვილად არ არის. მე პირადად მომენატრა ამ რეჟისორის კარგი ფილმები და იმედი მაქვს დაბრუნდება თავის რელსებზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s