BIAFF 2016

 ყველაზე სანდო საკუთარი გამოცდილებაა, ბათმის საავტორო ფილმების ფესტივალი კი ჩემთვის ძალზედ სასიამოვო და წარმატებული გამოცდილება გამოდგა პირველივე ჯერზე. კინოს, როგორც ხელოვნების კომბინირება გარკვეულ გარემოსთან ყოველთვის ქმნის განსაკუთრებულად კარგ შთაბეჭდილებას, ამ შემთხვევაში ბათუმში გაჩაღებული ნამდვილი კინომანური გულისცემა,  ვფიქრობ არ დატოვებს გულგრილს მის მონაწილეთ. 18 -იდან 25 სექტემბრამდე კინოს მუზების ნაწილი ჩვენს ქვეყანაში იყრის თავს, ამიტომ საღი აზრია ბარგი შევკრათ და ცოტა ხნით ბათუმში გადავბარგდეთ. იმ დროს, როცა რთულია საყვარელი და სავტორო კინოს მაცოცხლებელი რეჟისორების ფილმები ქართულ კინოთეატრებში ვიხილოთ BIAFF-ი ამის შანს გვთავაზობს.

  ვეცდები ტრადიციად ვაქციო ჩემი საინფორმაციო პოსტების მიმართულება და მივუძღვნა თემატიკას იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ველოდოთ წლევანდელი BIAFFისაგან, რა უნდა ვნახოთ აუცილებლად და რა შეიძლება გამოდგეს ჩვენთვის  საინტერესო. პირველ რიგში შეუძლებელია ერთი შეხეთვითვე თვალი არ მოგვჭრას დიდოსტატთა კოლექციამ, სადაც წარმოდგენილნი არიან ისეთი რეჟისორების ბოლო ნამუშევრები, რგორიცაა კენ ლოუჩი, კრისტიან მუნჯუ, ჯიმ ჯარმუში, კიმ კი დუკი.

 ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. დოკუმენტური ფილმებიდან ვფიქრობ ჩვენს ყურადღებას დაიმსახურებენ შემდეგნი: „წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“; „ველური ქალები – ნაზი მხეცები“. ჩემდა გასახარად  SHORT MATTERS-ში ანუ ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციაში აღმოჩნდა წინა წლის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიური ჟანრის ნამუშევარი „კუნგ ფიური“, რომელსაც დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიხილავ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შეუდარებელი ანდრეი ტარკოვსკის ,,სტალკერის” რეტროსპექტივა, აღდგენილი, ციფრული ვერსიის სახით, ასევე ნაჩვენები იქნება თემურ ბაბლუანის ,,უძინართა მზე” და ,,ბეღურების გადაფრენა”. ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა კოლექცია ,,შექსპირი კინოში” , აქ წარმოდენილია შემდეგი ფილმები: პიტერ გრინევეის ,,პროსპეროს წიგნი” და რომან პოლანსკის ,,მაკბეტი” .

ფესტივალის განრიგი და პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ – http://www.biaff.org/ScreeningSchedule/?mId=9

  შევეცადე მცირედი გზამკვლევი შემომეთავაზებინა თქვენთვის, იმედია გამოგადგებათ. შევხვდებით ბათუმში !

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s