ვარდების დასაფლავება

განსაკუთრებული მიზეზი ან განზრახვა არ მქონია, როდესაც გადავწყვიტე პირველი პოსტი ამ ფილმისათვის მიმეძღვნა, უბრალოდ გზად გადავაწყდი და პერვერსიული თემატიკისადმი ჩემმა დაბალმა ზღურბლმა უფლება არ მომცა უბრალოდ გვერდი ამევლო.  ხო, და კიდევ პირველი პოსტი შემთხვევით არ არის კინოზე და მითუმეტეს ისეთზე, რომელსაც საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს კინემოატოგრაფიაში (ამაზე ქვემოთ ვიტყვი) და ამასთან ნაკლებ ცნობილია. ასეთი ფილმების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩემი პერსონალური სეპარატიზმიდან გამომდინარე.

funeral-parade-of-roses10ვარდების დაკრძალვის პროცესია (Funneral Parade\Procession  of Roses  ან Bara no soretsu) იმის გამო რომ ფილმის სათაური ქართული თარგმანი არ არის, მე ვცადე მეკისრე ეს მისია, ძალზედ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება სხვასადხვა არც ისე მიმზიდველ ვარიანტებს შორის.  სათაურში თავის მხრივ სიტყვების თამაშთან გვაქვს  საქმე, სიტყვა ,,Rose” (ვარდი) წარმოადგენს კალამბურს,  პირდაპირი თაგმანით ვარდი იაპონურად ,,Bara”, რომელიც აგრეთვე ცნობილია  wasei-eigo  (ტერმინის ქვეშ მოიზრება სიტყვათა რიცხვი, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს ისეთ ტერმინებს, რომლებიც იაპონურ ენაში თავის წარმოშობით ინგლისური ენიდან შემოსულს მოგვაგონებენ, მაგრამ სინამდვილეში არ არიან, ისინი წარმოადგენენ იაპონურში იმდენად ფესვგადგმულ სიტყვებს, რომ განახლებულ ლექსიკონშებში შეტანილია საგანგებოდ ახალი დივერგენტული მნიშვნელობით.) ტერმინით ,,Men’s Love” ან ML (menzu rabu) და წარმოადგენს ჟარგონს, რომელიც გულისხმობს  ჟანრს ხელოვნებასა თუ სხვადასხვა სახის კრეატიულ ნაწარმში (მაგ: მანგა) სადაც აქცენტი გაკეთებულია ჰომოეროტიზმზე და პროდუქტი შექმნილია ჰომოსექსუალი ავტორის მიერ, ჰომოსექსუალი აუდიტორიისადმი. იაპონურში სიტყვა ,,Bara-ს” (rose) გამოიყენება იმ მნიშვლელობით, როგორც ამერიკულ ინგლისურში  სლენგი ,,pansy”.

bara-no-soretsu

 ვარდების დასაფლავება თავდაპირველად ATG-ის  (Art Theathre Guild) მიერ იქნა წარმოდგენილი 1969 წლის 13 სექტემბერს. ზედმეტი არ იქნება თუ ავღნიშნავსთ ATG-ის დამსახურებას იაპონური კინემატოგრაფიაში. ATG გახლდათ პიონერი დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც 1961 წელს დაფუძნდა, როგორც უცხოური არტ ფილმების დისტრიბუტორი და ფინანსდებოდა იაპონური წამყვანი სტუდიების მიერ, რომელთაც მეთაურობდა Toho. ATG თავიდავნე ჩაფიქრებული იყო, როგორც ინკუბატორი და პრომოუტერი იაპონური რადიკალური და ექსტრემალური კინოს, რათა ამ მეთოდით აღმოეჩინათ  ადამიანთა მცირე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც შექმნიდა დახვეწილ, რთულ და ღიად პოლიტიკურ კონტროვერსულ კინოს. კმპანიის მფლობელობაში არსებული 10 კინოთეატრისა და განსაკუთრებული პოლიტიკის წყალობით ATG-მა  ერთი თვის ვადაში მოახერხა თავისი ძირითადი დანიშნულების შესრულება და შესაძლეველი გახადა კინემატოგრაფიული ექსპერიმენტები იაპონურ კინოში და ამ ყველაფერმა უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია. ATC-ი  მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე ახდენა ,,იაპონური ახალი ტალღის ” წარმომადგენელთა ფილმების რეალიზაციას , ის იყოს დისტრიბუტორი ისეთი უცხოური ფილმების  იაპონიაში, რომელთა შემოტანაზეც მთავარი კინო სტუდიები უარს აცხადებდნენ, ასევე მათგანვე უარყოფილი ,,არტ-ჰაუს” კინო ATG-ს გარშემო ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი ფილმები, რომელთა რეალიზაციაც ATG-მ მოახდინა ეკუთვნოდათ ისეთ კანონიკურ რეჟისორებს როგორებიც იყვნენ მაგალითად: იმამურა (A Man Vanishes 1967), ნაგესი ოშიმა (თავის Diary Of A Shinjuku Thief (1968) და  Death by Hanging (1968)-ით), მასაო ადაჩი, კოძი ვაკამაცუ და რაღა თმა უნდა ტოშიო მაცუმოტო თავის შედევრით ,,Funeral parade of Rodes”.

ტოშიო მაცუმოტო დაიბადა 1932 წლის 25 მარტს ქალაქ ნაგოიაში, რომელიც აიტის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტს წარმოადგენს და მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, იაპონიაში, 1955 წელს დაამთავრა ,,ტოკიოს უნივერსიტეტი. იგი გახლავთ რეჟისორი და ვიდეო არტისტი, მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო 1955 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ინგლისურენოვანი ფილმი ,,Ginrin” (ან Silver Ring), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ იქნა ნაპოვნი მისი ასლი. მაცუმოტოს აგრეთვა გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი სადაც შესულია მისი ფოტოგრაფიული ნამუშევრები, დღეს კი ის პროფესორი და დეკანი  კიოტოს ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში.

ვგონებ დროა უშუალოდ ფილმზე გადავიდე. შემდგომი ტექსტი სავარაუდოდ სპოილერებით იქნება აღსავსე, ასე რომ ვისაც მსგავსი რამეების შიში აქვს სჯობს ცოტა ხანში შეწყვიტოს კითხვა და მერე ისევ დაუბრუნდეს.დასაწყისში  ავღნიშნე რომ FPR-ს საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს, მიიჩნევა,რომ ის გახლავთ დიდებული სტენლი კუბრიკის საყვარელი ფილმი (თავიდანვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის) და რომ მან გავლენა მოახდინა  A Clockwork Orange ის გადაღებაზეც. მხილველნი გამოყოფენ რამდენიმე მსგავსებას ფილმებს შორის, ბევრი რომ არ გავაგრძელო შეგიძლიათ თავად შეაფასოთ —> Bara no sôretsu Vs. A Clockwork Orange.

იმის გარდა, რომ FPR ითვლება ACO-ის რამდენიმე სცენის ინსპირაციად ითვლება, მან კიდევ უფრო სერიოზული ძვრები მოახდინა, 60-იანების იაპონური ახალი ტალღის ბუმის პერიოდში, FRP იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გაბედული ნაბიჯი ტექნოლოგიურად ინოვატორული საშუალებებით შეექმნათ უმნიშვნელოვანესი ფილმი ,,გეი კინოში”.

პაზოლინიდან ჟან ჟენემდე და სოფოკლედან ფროიდამდე. ექსპერიმენტულ, არამეინსტრიმული  ავანგარდულ ფილმში ფართოდ იშლება ჰომოსექსუალური თემატიკა, აქვეა ოიდიპოსიც, 60-იანი წლების ტოკიოს ,,ანდერგრაუნდ გეი კონტრკულტურა”. იაპონურ კინოში მანამდე თითქმის არასდროს გაელვებული თემატიკის  მატრიცული ექსპოზიციია, თავისუფალი სექსი, ხმამაღალი ჰომოსექსუალიზმი და გამოსვლა ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ.

 tumblr_mkxn3aPWlE1snrekco1_1280

ფილმის კოაქტორი ედია, ტრანსვესტიტი, ტოკიოს ერთ-ერთი ბარის დიასახლისია, იღებს ნარკოტიკებს, მუშაობს, ცდილობს იპოვოს სიყვარლი, ცეკვავს ძალიან ლამაზად და საოცარია წყლის გადავლების პროცესში. ყველაფერი შავთეთრია, ერთი წამითაც რომ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი ფერებში, ვგონებ საერთოდ დაეკარგებოდა ის ანდამატური ენერგია, რასაც ეს შემაძრწუნებლად ესთეტიური ფილმი ოხრად ფლობს. კინო იწყება ჰომოსექსუალური ეროტიული სცენით, შემდეგ თანდათან ვეცნობით პერსონაჟებს, ე.წ კიმონოში გამოწყობილ ,,drag queens”-ებს.                                                                                                                                                                         Screen Shot 2014-04-25 at 1.52.08 AM

დედა-მამა-მე… ედის ახსენდება როგორ მოკლა დედის საყვარელს, შემდეგ კი თავად დედა, აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ოიდიპოსიც, თუმცა ამ შემთხვევაში რაღაცები რევერსირებულია.                                                                                                                                                              bscap0110-1

ფილმში ჟანრები ერთმანეთს ენაცვლება, ვიწყებთ ეროტიზმით, გადავდივართ მელოდრამაზე, დრამაზე, მერე დოკუმენტურზე , ჰორორზე და მუსიკალურზეც კი .                                                                                                                                       tumblr_mgyewdf5hu1rlyp6ko1_1280

 ფილმში შედგა ,,Queen Pita-ს” დებიუტი,მრავალი კანდიდატის განხილვის შემდეგ ბარში შესული პროდიუსერი ხვდება 16 წლის pita-ს ანუ ედის და აცნობიერებს, რომ შესაფერისი კანდიდატი იპოვა.   ეს pita-s  პირველი საჯარო გამოჩენა, როგორც ჰომოსექსუალის, მანამდე კი იგი უბრალოდ ლამაზ მოცეკვავე ბიჭად მიიჩნეოდა, რომელსაც მამა ცეკვის მასწავლებელი ჰყავდა.

და ბოლოს ჩემი შეფასებით Funeral Parade of Roses მიეკუთვნება ისეთი კინოს რიცვს, რომელიც თვქენი თვალით უნდა ნახოთ. :)))

Leave a comment